ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში წარმატებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სოლომონ ონიანი და მე-11 კლასელი მარიამ ონიანი ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის N87 საჯარო სკოლის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში - „რამ შემქმნა ადამიანად“ წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, რისთვისაც სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული კლასების ხელმძღვანელი ლილი ჭელიძე, ხოლო საგნის მასწავლებელი მაყვალა ნიფჩვიანი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: