
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ეს განაპირობებს იმასაც, რომ მოსწავლეები არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, წარმატებას მოსწავლე ვაჟთა გუნდმა ხელბურთის რეგიონალურ თამაშებში მიაღწია. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
როგორც სპორტის მასწავლებელი ეთო ხიმშიაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც სჭირდებათ დამატებითი ვარჯიშები. „ბევრჯერ ითქვა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ბიჭები არიან და ემზადებიან შემდეგი ეტაპებისთვის“,- დასძინა მანვე.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გულშემატკივრობს და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: