
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრებსა და კონფერენციებს აქტიურად ესწრებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, გამართულ კონფერენციას მოუსმინეს. შემდგომ კი მოსწავლეები გადანაწილდნენ 5 კაციან ჯგუფებში და ითამაშეს შესაჯამებელი kahoot-ის ქვიზი, სადაც გამარჯვებული გუნდის ხუთივე წევრს წამახალისებელი სიგელი გადაეცა.
ქვიზის ორგანიზატორი, ისტორიის პედაგოგი, ქეთევან გაბლიშვილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის წარმოჩენას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: