ახალშენის საჯარო სკოლის კინოკლუბმა მუშაობა განაახლა 
22-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში კინოკლუბის - „სხვა სამყარო“, მუშაობა დიადი მიზნებითა და ინიციატივებით განახლდა.

ამჯერად, კლუბის ინიციატივით, ბავშვებმა ნახეს ფილმი, მის მთავარი არსი განიხილეს, იმსჯელეს პერსონაჟებზე და გაიაზრეს ფილმში ნაჩვენები პრობლემა. 

მთავარი პრობლემა გამოყვეს შემდეგ კი, მოსწავლეებმა მისი გადაჭრის გზა იპოვეს, ასევე დაასახელეს დღის ფრაზებიც:

„სიბნელის შემდეგ მზე მაინც გამოანათებს“;
„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“;
„ერთად ვებრძვით პრობლემებს“;
„სანამ ვცოცხლობთ ვაკეთოთ სიკეთე“;
„ცხოვრება სიბნელეა თუ გვერდით არავინ არ გყავს“. 

დღე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი, ინტერაქციული და შემეცნებითი აღმონდა, მოსწავლეები ემოციებით დაიმუხტნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203