
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თებერვალი მშობელთა ჩართულობის თვეა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 21 თებერვალს, მე-4 კლასში, დამრიგებელმა - ნინო მოდებაძემ მოსწავლის - გაბრიელ დვალის მშობელი მიიწვია. ის მოსწავლეებს მეფუტკრეობაზე ესაუბრა - მათ მოშენებაზე, კვებაზე, ფუტკრის ოჯახსა და თაფლზე.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ მნიშვნელოვანი და მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში, მოსწავლის მშობელს აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდიან.
„უდიდესი მადლობა გაბრიელის დედიკოს, მაია დვალს ასეთი შთამბეჭდავი ლექციისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და მშობელთა ჩართულობა მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: