იანეულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - ნათია მეფარიშვილისა და ნინო სალიას ხელმძღვანელობით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

პედაგოგები მოსწავლეებს თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ბავშვებმა კი მშობლიურ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა და კედლის გაზეთი დაამზადეს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2000 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203