ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების მსოფლიო კვირეულებში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-02-2024

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეები თანამედროვე მოთხოვნებს  მორგებულ, საერთაშორისო დონის განათლებას იღებენ, ცოდნასა და უნარებს კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებით წარმოაჩენენ.

ამჯერად, მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების მსოფლიო ღონისძიებებს შეუერთდნენ. „პროგრესელები“ როგორც „კოდირების საათში“, ასევე ევროპის კოდირების კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. მოწაფეებმა პროგრამირების და კოდის წერის უნარები სამაგალითოდ წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება კოდის კვირეულები - Hour Of Code და Europe Code Week, რომელშიც ამჯერად პროგრესის III-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კვირეულში გამარჯვებული მოსწავლეები Code.org-ის და codeweek.eu-ს ღონისძიებების ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერმა ევროპის კომისიამ დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203