
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან თემას დაეთმო როგორიცაა ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები.
მეცხრეკლასელებმა თამაზე - „ნაადრევი ქორწინება“ პრეზენტაციები მოამზადეს.
მოწაფეებმა ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს, მოიძიეს ინფორმაცია, დაამატეს ბიოლოგიაში შესწავლილი მასალა და სასკოლო საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
აქტივობას მასწავლებელი ცირა კახაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: