ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-02-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას.

21 თებერვალს მსოფლიოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იზეიმეს. 

მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ბავშვებმა მშობლიურ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. მოწაფეებმა ამ დღეს კედლის გაზეთიც მიუძღვნეს.

„ჩვენმა პატარებმა ლექსებით და სიმღერით აღნიშნეს ეს ლამაზი დღე, მადლობა პირველ რიგში ჩვენს მოსწავლეებს და რაღა თქმა უნდა მათ პედაგოგებს - მაია ბეჟანიშვილსა და ლია ტატუაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2000 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. ამ საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203