
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ.
21 თებერვალს, სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების დღე მოაწყვეს, ბავშვებმა ზამთრის მანძილზე დაგროვებული ნარჩენებისაგან სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთვნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ რცხმელურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მსოფლმხედველობასა და საქმაინობაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: