პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო
22-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, სპორტის გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოსწავლეები გაკვეთილზე, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203