„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული დოლოგნის საჯარო სკოლაში
22-02-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის - „მოქალაქე“ ხელმძღვანელობით, კვირეული „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ჩატარდა. 

სამოქალაქო განათლების კლუბის - „მოქალაქე“ მეურვე საგნის მასწავლებელი ლიანა ჯინჭარაძე გახლავთ. 

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ბავშვებისთვის მის მნიშვნელობაზე. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები, აქტივობებში სკოლის მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი მონაწილეობდა.

განსაკუთრებით აქტიურობდნენ VII -X -XII კლასის მოსწავლეები. ( კლასის ხელმძღვანელები მერი ჯაფარიძე, ვლადიმერ საფარიძე, თინათინ ესებიძე).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203