აქტიური მკითხველები ხარების საჯარო სკოლიდან
21-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის II, IV კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებელის - მზია აბუსერიძის ინიციატივით, ბიბლიოთეკაში მათთვის საყვარელი წიგნებიდან პატარა მონაკვეთები წაიკითხეს. 

აქტივობის შემდეგ კი მოსწავლეებმა წასაკითხად წიგნები გამოიწერეს. 

როგორც პედაგოგი მზია აბუსერიძე გვეუბნება, მისი მოწაფეები ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები და აქტიური მკითხველები არიან. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203