დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდნენ
22-02-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები, მოწოდების -„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“, ირგვლივ გაერთიანდნენ და საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნის კამპანიაში ჩაერთნენ. 

ეს დღე სკოლაში ლიტერატურული აქტივობებით აღინიშნა, მათ შორის,  სკოლას „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“, წარმომადგენელი მუსლიმ ბორჩაშვილი სტუმრობდა. 

სტუმარი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა, მათ წიგნიერებაზე ესაუბრა და გამართა დისკუსია. 

შეხვედრა ინტერაქციული, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203