
ახმეტის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
სკოლა ჩართულია საბაზისო განათლების პროგრამაში, სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კითხვის კლუბი ჩამოყალიბდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარებაა.
კლუბის წევრები საქმიანობაში უკვე აქტიურად ჩაებნენ.
კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა თავიანთ თანატოლებში (მე-4, მე-5 და მე-6 კლასებში) განიხილეს შედეგები, კლუბის სამომავლო გეგმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დასახული აქტივობები საინტერესო, საჭირო და აქტუალურია.
იხილეთ ვიდეო: