დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
21-02-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მე-6 კლასელების საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოსწავლეების საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეეხებოდა. 

მოსწავლეებმა, სხვადასხვა მწერლის შემოქმედება განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

ბესო ქვარცხავამ „პადინგტონზე“, ისაუბრა; ანა ახალაიამ წიგნი - „ბრძენი მოხუცი“, განიხილა; იოანა ქაჯაიამ ნაწარმოები - „ჭორიკანა ქალის და დალაქრას ამბავი“ წარუდგინა საზოგადოებას; ელენე კოკაიამ წიგნიზე - „ძმები გრიმები“ ისაუბრა;  ლიზი ფუტკარაიამ „ძუნწი მდიდარი და ღარიბი გლეხი“ განიხილა; ხოლო მარი ჯანაშიამ წიგნი - „ბიძია სევას ამბავი“ წარადგინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დიდი სიამოვნებით უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს, აღნიშნული ღონისძიება წიგნის კლუბისთვის ძალიან საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203