საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები დაათვალიერეს
23-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით სწავლობენ. 

სწორედ შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული ქიმიის სასკოლო კვირეული, რომელიც გიმნაზიაში ჩატარდა. 

ქიმიის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიის წმიდა გიორგის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - მზიური კოჩალიძე, ქიმიის პედაგოგი - თეა ქვრივიშვილი), თავისუფალ უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები მოინახულეს.

მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს ქიმიის და ბიოლოგიის მუზეუმები, სადაც წარმოდგენილი იყო კრისტალური მინერალები და ცხოველთა ფიტულები.

მოსწავლეებმა მოინახულეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი და მრავალმხრივი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203