წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და ზუსტ მეცნიერებათა კათედრამ საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა 
21-02-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო ინიციატივებით, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და მათ დიდ დაინტერესებას იწვევს.

ამჯერად, სკოლაში გაიმართა კონფერენცია - „ქალი მეცნიერები და გამომგონებლები“, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ზუსტ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით (პედაგოგი: ქრისტინა ქუთათელაძე) მოეწყო.

კონფერენცია მიზნად ისახავდა, მონაწილეებს აღენიშნათ და განეხილათ ქალების შესანიშნავი მიღწევები ისტორიულად მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია დაიწყო თვითმმართველობის თავჯდომარის თაზო დონდუას მომხიბვლელი სიტყვით, რომელიც ხაზს უსვამს ქალი მეცნიერებისა და გამომგონებლების მიღწევების აღიარებისა და აღნიშვნის მნიშვნელობას ისტორიის მანძილზე.

კონფერენციაზე ასევე გაიმართა საინტერესო სემინარებისა და პრეზენტაციების სერია, რომელიც მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, თანამედროვე ქართველი ქალებიდან დაწყებული გამომგონებელი ქალებით დასრულებული.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კონფერენცია - „მეცნიერები და გამომგონებლები ქალები“, არ იყო მხოლოდ წარსული მიღწევების აღნიშვნა, არამედ მოწოდება მოქმედებისკენ უფრო ინკლუზიური და სამართლიანი მომავლისთვის მეცნიერებასა და ინოვაციებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203