უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ორიგინალური აქტივობა მიუძღვნეს
21-02-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა. მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებები word-ის ფაილში ერთად შეკრეს და წიგნების ყდები ლამაზად გააფორმეს. მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით ასევე კომპიუტერული უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს და განავითარეს.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა საყვარელი ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ:
ბმული1
ბმული2
ბმული3
ბმული4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203