ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმში ისტორიული კომპოზიცია გამართეს
21-02-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

8 თებერვალს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მის პატივსაცემად საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში შესანიშნავი ისტორიული კომპოზიცია მოაწყვეს.

კლასის დამრიგებელი მ. ხელაძე, ხოლო საგნის მასწავლებელი ნუნუ ფულარიანი გახლავთ.

აღნიშნულ დღეს, მათ ქვეყნის ისტორიისა და დიდი წარსულის შესახებ ცოდნა წარმოაჩინეს, მოძიებული ინფორმაციები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„მათ ასევე გამოავლინეს მადლიერება და მოტივაცია იმისა, რომ უნდა მოვუაროთ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203