აბულის საჯარო სკოლაში სომეხი პოეტის - პარუირ სევაკის დაბადებიდან 100 წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
21-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში XX საუკუნის ცნობილი სომეხი პოეტის - პარუირ სევაკის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე ხოცანიანი გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ X,XI,XII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც პოეტის ნაწარმოებები წაიკითხეს, მისი ბიოგრაფიის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. 

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203