
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, 2 საგნის - ქართული ენა/ლიტერატურის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა დიორამა - „მელია და ყურძენი“ დაამზადეს.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. აღნიშნული საგნების პედაგოგები: თინათინ ლეფსვერიძე და მთვარისა გელდიაშვილი არიან.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემოქმედებითი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: