ქუთაისის N7 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
21-02-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, როგორც სკოლაში გვიყვებიან საინტერესოდ  წარიმართა. დირექტორის მოადგილემ, გურანდა ხმელიძემ მოსწავლეებს დამსახურებული წარმატება მიულოცა და  მათ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

„მედალოსნებს წარმატება მიულოცეს ლ.ხონელიძემ, ვ.თევდორაძემ, ე.ყვავაძემ, რ.კირკიტაძემ და სხვებმა. წარჩინებულმა მოსწავლეებმა მადლობა გადაიხადეს მათი შრომის დაფასებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კურსდამთავრებულებთან შეხვედრას უძღვებოდნენ ე.კვიტატიანი და ქ. ხვადაგიანი. ცერემონიალის მხატვრულად გაფორმებაზე კი იზრუნეს ი.კვერნაძემ და ე.ქორიძემ.

სკოლის დირექცია ულოცავს მედალოსნებს დამსახურებულ ჯილდოს და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203