ბავრის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

სკოლაში აღნიშნეს, რომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.

2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.       

კამპანიას, ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ლადო ასათიანის, ანა კალანადაძის, ილია ჭავჭავაძის,  აკაკი წერეთლის, შოთა ნიშნიანიძის და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შემოქმედება გააცოცხლეს. 

დღე ემოციური, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203