შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეფუტკრეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტებს საინტერესო აქტივობებით ეცნობიან
21-02-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამ ეტაპზე, სკოლაში, ფუტკრისა და მისი პროდუქტების გაცნობის მოტივით საინტერესო აქტივობები გრძელდება. 

მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში, თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და საჭირო ცოდნა შეიძინეს. 

„მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პედაგოგებს ასეთი საჭირო სიახლის დანერგვისთვის. სამაგალითო და საჭიროა ასეთი აქტივობები. ვფიქრობ, მეფუტკრეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტების ამ გზით გაცნობა უნდა მოხდეს ყველა სკოლაში! მადლობა უსაყვარლეს პატარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობა საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203