ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-12 კლასელი სოლომონ ონიანის წარმატება სასწავლო ოლიმპიადაში
21-02-2024

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა მოსწვლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. მოწაფეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში მე-12 კლასელი სოლომონ ონიანის წარმატება ახარებთ. მოსწავლემ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და გეოგრაფიის მე-3 ტურში გადავიდა. 

მოსწავლის პედაგოგი დარიკო დევდარიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - ლილი ჭელიძე. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ და მათ წახალისებასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203