ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება 
21-02-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დემოკრატიული მართვისა და სწავლების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საჭირო გამოცდილება მიიღეს. 

აკადემიაში სწავლების ცენტრალურ ელემენტს, როგორც გვიყვებიან, ჰარკნესის მეთოდი წარმოადგენს, რომელიც დისკუსიას ეფუძნება და მოსწავლეებს ეხმარება დასაბუთებული მსჯელობის, ცნებებზე დაკვირვებისა და მათი ღრმა გააზრების უნარები განივითარონ.

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203