ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს
21-02-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებს წაუკითხეს მოთხრობა „გაზაფხული მოდის“. პატარებმა მოისმინეს, ისაუბრეს და ლექსები თავადაც წაუკითხეს უფროს მეგობრებს.

კლასის ხელმძღვანელი ლია გოგინაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203