წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებას მიაღწია
25-05-2018
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა. 

გოგონები „ახალგაზრდულ ფესტივალ 2018-ში“ მინი ფეხბურთის სექციაში მონაწილეობდნენ და რეგიონალური პირველობა აიღეს. 

გოგონებს გამარჯვება რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ მიულოცა. 

მან მადლობა გადაუხადა გოგონებს, მათ მასწავლებელს მურთაზ კვარაცხელიას და წარმატებები უსურვა საქართველოს მასშტაბით პირველობისთვის ბრძოლაში. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203