წიგნიერების დღესასწაული ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში
21-02-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუერთდა.

აღნიშნულ დღეს, სკოლაში საინტერესო აქტივობები მიეძღვნა, რობლებშიც მეორეკლასელები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ინტერესით ჩაერთნენ.

აქტივობებში მონაწილე მეორეკლასელთა დამრიგებლები გახლავთ: ნათია ფხაკაძე, ხათუნა ბენდელიანი, დიანა ხუციძე, მარიკა დათუაშვილი, ესმა ღვინიანიძე, სოფო სხულუხია, ლელა გაჩეჩილაძე, თეონა ჩარკვიანი.

„სლოგანმა - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, საერთო მიზნისთვის გააერთიანა ასევე ქალბატონი ინგა კახიანი, თინათინ კარანაძე და მოსწავლეთა მშობლები, რომელთა ვიდეოჩართვა ბავშვებისათვის სიურპრიზი იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული საინტერესო ვიქტორინით დასრულდა, სადაც ბავშვებმა ცოდნა და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

„ეს ფერადი დღეები დიდხანს ემახსოვრებათ ჩვენს პატარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203