ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
21-02-2024

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „პაპა დიმო“. განიხილეს მოცემული საკითხი, გამოიტანეს დასკვნები, რასაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოიყენებენ ცხოვრებისეულ ჭრილში. 

აქტივობას პედაგოგები თ.ორველაშვილი და ქ.ორველაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203