ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
21-02-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და ხარისხიან განათლებას აძლევს. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას ჰყავს არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული. 

20 თებერვალს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.

აღსანიშნავია მათი პედაგოგების ღვაწლი. დაწყებით საფეხურზე მათი დამრიგებელი გახლდათ, მედეა უჩიძე, მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით, ნანა კახელი, ხოლო მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).

ასევე აღსანიშნავია, რომ 15 კურსდამთავრებულიდან 6 ოქროსმედალოსანია.

ოქროს მედალოსნები გახდნენ:

მარიამ ფცქიალაძე;
ლიზი ლაცაბიძე;
ელენე მესხი;
თამთა კიკნაძე;
დავით მესხი;
გიორგი კვირიკაშვილი.

სკოლაში კურსდამთავრებულს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და წარმატებას უსუსრვებენ. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203