ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
22-02-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო 2021 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

აღნიშნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა - გენადი მარგველაშვილმა  2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონიაზე მედლები და სერტიფიკატები გადასცა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებას აღწევენ.

სკოლაში თითოეული მოსწავლისა და კურსდამთავრებულის წარმატებას მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203