ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამანათრბენში, რეგიონალურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
21-02-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ამჯერად ისინი დმანისის სკოლებს შორის გამართულ, რეგიონალურ ჩემპიონატს შეუერთდნენ. 

შეჯიბრი ამანათრბენში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოაჩინეს და ღირსეული მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. 

„წინ დიდი გამარჯვებისკენ“, - ამ მოწოდებითა და დიადი გეგმებით კი, მოსწავლეები აგრძელებენ სისტემურ ვარჯიშს, რომ მეტს მიაღწიონ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203