„ჭკვიანი ქალაქები“-ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის STEM პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
21-02-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება.
პირველი სემესტრის დასასრულს, დირექტორის პირველი მოადგილის - ია ვერულაშვილის ინიციატივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ასევე, პროექტ „ჭკვიანი ქალაქების“ თანაავტორმა - ნინო ჩხეტიამ, მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად, მე-7 კლასის მოსწავლეებს E-twinning-ის STEM პროექტის „ჭკვიანი ქალაქების“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციაზე მათ განხორციელებული აქტივობებისა და პროექტის შესახებ ისაუბრეს. ბოლოს კი, მოსწავლეებს პროექტ „ჭკვიანი ქალაქების“ საბოლოო პროდუქტი - „ჭკვიანი ქალაქის“ მაკეტი წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების - „ჭკვიანი ქალაქები“ და „ხელოვნური ინტელექტი ჰაერში“ განხორციელებისთვის, მასწავლებელი ნინო ჩხეტია ევროპული ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს