ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლემ, მოჭადრაკე სოსო ცნობილაძემ ქალაქის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
21-02-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატსა და ოლიმპიადაში აქტიურად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა VIII კლასელი სოსო ცნობილაძე, რომელიც ჭადრაკში, ქალაქის ჩემპიონატზე მონაწილეობდა. მერვეკლასელმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც დიპლომი, მედალი და თასი გადაეცა.

მოსწავლის მწვრთნელი ბექა ხაჭაპურიძე, ხოლო დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი გახლავთ.

ქალაქის ჩემპიონატი, ჭადრაკში12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ სკოლის სახელით სოსოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203