„ჩვენ გვიყვარს  ბუნებისმეტყველება“ - გორელოვკის N3 საჯარო ​სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
26-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო ​სკოლის პედაგოგები საბუნებისმეტყველო საგნებით მეტად დაინტერესების მიზნით, მოწაფეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ახალახან, სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგების  მონაწილეობით, ჩატარდა ვიქტორინა თემაზე -  „ჩვენ გვიყვარს  ბუნებისმეტყველება“.

აღნიშნულ ვიქტორინაში მონაწილეობდა მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისგან შექმნილი სამი გუნდი.  

ვიქტორინის კითხვები იყო ბიოლოგიის, ქიმიის ფიზიკის და მათემატიკის საინტერესო და სააზროვნო საკითხების შესახებ. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203