
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
ახალახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს პრეზენტაციები თემებზე - „მზის სისტემის პლანეტები“ და „დედამიწის სტრუქტურა“. მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები დაახასიათეს, მათ ასევე ისაუბრეს დედაპლანეტაზე და დედამიწას ფენობრივი შიდა აგებულება აღწერეს.
მოსწავლეებმა თემებზე საინტერესოდ ისაუბრეს და საკითხის ცოდნასთან ერთად ტექნიკური უნარ-ჩვევებიც წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: