გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
23-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია გოგოლაძის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შერჩეული წიგნებიდან საინტერესო ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს, ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203