აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის „მარიტა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
21-02-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის მოთხრობას „მარიტა“ გაეცნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - იზა ვაჩეიშვილის თხოვნით მათ წაიკითხეს ნოველების კრებული „ნატვრის ხე“ და ნახეს ამავე სათაურით, თენგიზ აბულაძის გადაღებული
ფილმი. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ნანახ ფილმსა და წაკითხული ტექსტის შესახებ.

„მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი დაედგათ მინი სპექტაკლი, სადაც ხალისით მოირგეს როლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სპექტაკლის შემდეგ მათ ასევე ისაუბრეს გიორგი ლეონიძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე.

„აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში ავითარებს ინფორმაციის მოძიების, გაცნობისა და მნიშვნელოვანი დეტალების გამოკვეთის უნარებს. ბავშვები მეტად შემოქმედები ხდებიან და ერთად მუშაობა ხელს უწყობს ჯანსაღი კომუნიკაციის უნარების განვითარებას“, - ამბობენ სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203