გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო დიორამა შექმნეს
22-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამის დასტურია, მესამე კლასში ჩატარებული კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

ბავშვებმა, შესწავლილ ტექსტზე - „შრომის ყადრი“, დაამზადეს საინტერესო დიორამა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კეთების პროცესში გააცოცხლეს ნაწარმოების შინაარსი და გაიაზრეს მთავარი სათქმელი. 

დღე სახალისო, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203