გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათთვის საინტერესო გაკვეთილების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასში ვახტანგ გორგასლისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია, შოთა ნიშნიანიძის ლექსისა და ხალხური ლექსის - „ვახტანგ მეფე“, შესწავლის შემდეგ მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სამუშაო რეჟიმში, მათ ამომწურავად იმსჯელეს ნიშნიანიძის შემოქმედებაზე, ხალხურ პოეზიასა და ვახტანგ გორგასლის ღვაწლზე. 

პრეზენტაციამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა და საკმაოდ ინტერეაქციულ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203