წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმებს სტუმრობდნენ
21-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, 10 თებერვალს VIII კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის ია ირემაშვილი ხელმძღვანელობით, მედიცინის ისტორიის და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმებს ესტუმრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმებში ვიზიტი დაგეგმა იმსა-ს (ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის) ვიცე პრეზიდენტმა მანანა შეყილაძემ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმებში ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული მედიცინის შექმნაში და ასევე, გამოჩენილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული დეტალების გაცნობა.

დღე ძალიან შემეცნებითი, ინფორმაციული და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203