გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ფატი რაზმაძე პროფესიული წინსვლისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
21-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას წარმატებული, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, მათ შორისაა ფატი რაზმაძე. 

პედაგოგმა, როგორც დაწყებითი საფეხურის მაძიებელმა მასწავლებელმა, უფროსის სტატუსი მოიპოვა და სერტიფიკატი გადაეცა.

სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებულ ნაბიჯს და წინსვლას უსურვებს. 

„და მე ამის მჯეროდა!.. გულწრფელი, ბეჯითი შრომა ყოველთვის ფასდება! ფატი, საუკეთესო მასწავლებელო, გილოცავ მაძიებლობიდან უფროსობამდე გავლილ გზას! შენ ეს დაიმსახურე!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203