ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს და თემში გაავრცელეს
21-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა სამოქალაქო და სოციალურ პროექტში აქტიურად ერთვებიან და საინტერესო აქტივობებს აწყობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა პროექტის - „მე საზოგადოების ნაწილი ვარ“, ფარგლებში, დაამზადეს ორენოვანი ბუკლეტები, თემებზე: „კიბერუსაფრთხოება“ და „არა ფემიციდს“. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი სიამოვნებით შექმნეს რესურსი, ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, თემში, მოსახლეობას დაურიგეს. 

აქტივობა საკმაოდ შედეგიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203