
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს ხალისით სწავლობენ.
პატარების მოტივაციაზე ქართული ენის პედაგოგი ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობს.
ახლახან, სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა აღნიშნეს და გამოაცხეს „ანბანური“ ორცხობილები. ასევე, პატარებმა ითამაშეს არქეოლოგობანა.
პედაგოგი მოსწავლის მშობელს სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის - „მადლობა ჩემს ყოჩაღ მშობელს - იამზე პაქსაძეს!“
იხილეთ ფოტოები: