ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ახალგაზრდულ ოლიმპიადაში
21-02-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ მასშტაბურ საერთაშორისო ოლიმპიადასა და კონკურსში ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ოთარ ციბაძე, რომელიც ინფორმატიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ ოლიმპიადაში - (infO(1)Cup2024) წარმატებით მონაწილეობდა.

ოლიმპიადაში 14 ქვეყნის 37 გუნდი იყო წარდგენილი, როგორც აღნიშნავენ, 140-მდე უძლიერესი მოსწავლით. 

ოლიმპიადაზე საქართველო ორი გუნდით - 8 მოსწავლით იყო წარდგენილი და 8 შესაძლებლიდან 7 მედალი მოიპოვა. ქართველი მოსწავლეები ოლიმპიადაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ.

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნაკრების წევრი, სწორედ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-9 კლასის (დამრიგებელი ქეთევან მაჩალაძე) მოსწავლე ოთარ ციბაძე გახლდათ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებით ამაყობენ და მას მომავალში წინსვლას უსურვებენ. 

9-11 თებერვალს რუმინეთში დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული (15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა) ოლიმპიადა გაიმართა ინფორმატიკაში (infO(1)Cup2024).

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203