მუსხის საჯარო სკოლაში, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
21-02-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
ახლახან სკოლაში, ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი 15 თებერვალს გაიმართა და მას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ.ინასარიძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სამოქალაქო კლუბის წევრები.
ტრენინგზე აღინიშნა, რომ კიბო განაჩენი არ არის. ტრენინგის მონაწილეებმა გაიაზრეს, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის ამ დავადების შესახებ.
ტრენინგზე, ასევე ითქვა, რომ დაგროვილმა ცოდნამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ექიმებს საშუალება მისცა დაავადება უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ.
დამსწრეთათვის ტრენინგი ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა, მოისმინეს საინტერესო ცნობები დაავადების შესახებ და განიხილეთ თუ რა ეტაპზეა მედიცინა, რომ მეტად ეფექტურად ებრძოლოს დაავადებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს