„იღბლიანი კითხვა“ - ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-02-2024

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება ინტელექტუალური შეჯიბრები. 

ამჯერად, მე-8 კლასში ჩატარდა თამაში - „იღბლიანი კითხვა“, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნინო ბაცანაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კონკურსში დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

თამაში საკმაოდ სახალისო, ენრგიული და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203