ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეერკინნენ
21-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-წახალისებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის ინტელექტუალური თამაშები ეწყობა. 

ამჯერად, გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ვიქტორინა - „საგანძური“, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი თინათინ ლარცულიანი ხელმძღვანელობდა. 

 ვიქტორინაში VII, VIII, IX, X, XI და XII კლასები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინის მონაწილე კლასებმა წაიკითხეს 5 ნაწარმოები: ნოდარ დუმბაძის -  „ძაღლი“ და „ბოშები“; ლინდა მალალი ჰანთის - „თევზი ხეზე“; ონჯალი რაუფის - „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“; ჯონ ბიონის - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ და უპასუხეს კითხვებს.

ვიქტორინის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული კლასები და მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

ჯგუფური: 

I ადგილი - XII კლასი;
II ადგილი - VII კლასი;
III ადგილი - XI კლასი.

ინდივიდუალური: 

I ადგილი - VII კლასის მოსწავლე ზოია ბულუდიანი;
II ადგილი - VII კლასის მოსწავლე კარაპეტ ბალიანი;
III ადგილი - VIII კლასის მოსწავლე ანუშ ბალიანი;
IV ადგილი - VIII კლასის მოსწავლე ნუნე ბალიანი.

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203